ინსტრუმენტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:09, 27 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ინსტრუმენტი (ლათ. instrumentum < instruere ჩადგმა, ჩაყენება, ფართო გაგებით შრომის იარაღი, მაგ., ინსტრუმენტი სამჭედლო, საზეინკლო, ლითონსაჭრელი, ხის დასამუშავებელი და ა.შ. ინსტრუმენტი არსებობს: ხელის (სატეხი, ჩაქუჩი, მარწუხი და სხვა), საჩარხო (საჭრისი, ბურღი, ფრეზი და სხვ.) და მექანიზებული, მათ შორის ელექტრული, ჰიდრავლიკური ან პნევმატიური ამძრავით (ე.წ. ხელის მანქანები – სარანდავი, საბურღი, სამოქლონო, მოსახუფი, საჭედი, საკალავი, პერფორაციული, სარეცხი, შესაწამლი, როტაციული, საკები, სახეხი და ა.შ.). მას მიეკუთვნება აგრეთვე ზოგი მოწყობილობა – ტვიფრი, სამსხმელო მოდელი, კოკელი. გასაკუთრებულ ჯგუფს შეადგენს საკონტროლო-საზომი ინსტრუმენტები: სახაზავი, ფარგალი, სამკუთხედი, სინჯი, კალიბრი და ა.შ.