ორს-ჩაქუჩი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:29, 28 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ორს-ჩაქუჩი

ორს-ჩაქუჩიცელის პირის გამოსაკვერი, მოსაკოდი ხელსაწყოები: ორსი და ჩაქუჩი.

ორსი ბრტყელთავიანი ფოლადი იყო, რომელიც ბრტყელ „ბოლკოზე” იყო დასობილი და მიწაზე იდო. ორსზე ცელის პირი იყო მოთავსებული. მასზე ცელის საკოდ ჩაქუჩს თანმიმდევრობით სცემდნენ, რომლის შედეგად ცელის პირი თხელდებოდა. შემდგომ მას სპეციალური „სალესით” მოლესავდნენ. ამის შემდგომ ცელი სათიბად მზად იყო.

სიტყვა ორსი (örs) აჭარულ დიალექტში თურქულიდანაა დამკვიდრებული და გრდემლს ნიშნავს.





ლიტერატურა

ნიჟარაძე, 1971:294.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები