მანჯურიის ცაცხვი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:12, 28 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მანჯურიის ცაცხვი − (ლათ. Tilia mandshurica) – ფოთოლმცვენი ფოთლოვანი ხის ჯიში. სიმაღლეში იზრდება 20 მ-მდე. დიამეტრი 0,5 მ-მდე. აქვს თეთრი მსუბუქად მოვარდისფრო-მოწითალო რბილი მერქანი. გავრცელებულია რუსეთის ფედერაციის შორეულ აღმოსავლეთში, ჩინეთსა და კორეაში. გამოიყენება მშენებლობაში მოსაპირკეთებელ მასალად, წნული ნაკეთობების დასამზადებლად, ქაღალდის წარმოებაში, აგრეთვე პარფიუმერიასა და მედიცინაში.
მერქნის მახასიათებლები
სიმკვრივე – 400 კგ/მ3;
სიმტკიცის ზღვარი კუმშვაზე ბოჭკოების გასწვრივ – 37 მპა,
სტატიკურ ღუნვაზე – 66,1 მპა;