წაბლი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:05, 1 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
წაბლი − (ლათ. Castanea), წიფლისებრთა ოჯახის ფოთოლმცვივანი მცენარე. არსებობს მისი ოთხი სახეობა: ევროპული, ჩინური, იაპონური და ამერიკული. გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს სუბტროპიკულ და ზომიერ სარტყლებში. საქართველოში ძირითადად ხარობს კოლხეთში. ქმნის წაბლნარებს და შერეულ ფართოფოთლოვან ტყეებს ზღვის დონიდან 1000 მ-მდე. კულტივირებულია სამხრეთ ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში.
წაბლის მერქანი მაგარი და გამძლეა. მისგან მზადდება ძვირფასი ავეჯი. მშენებლობაში გამოიყენება კარ-ფანჯრების, იატაკების დასამზადებლად. შესანიშნავი ტექსტურის გამო, გამორჩეული მასალაა შენობის შიდა ინტერიერის მოსაწყობად.