წალდუნა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:11, 1 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
წალდუნა – ტანის მოყვანილობით წალდის მსგავსი სამუშაო იარაღი. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ცნობილია სახელწოდებით: წალდუნა (ქართ.), წალდუკა, სასხლავი (იმერ.), ხელწალდა (გურ.), სასხლავა (ლეჩხ.), ცხემლარი (სამეგ.). წალდის ამ ტიპს უფრო დანის მოყვანილობა აქვს, ოდნავ მოკაუჭებული წვერით. იხმარებოდა ახალგაზრდა ხე მცენარეების და მაღლარი და დაბლარი ვაზის გასასხლავად.