ლიკვიდურობის კოეფიციენტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ლიკვიდურობის კოეფიციენტი - (coefficient of liquidity) - თანაფარდობა კომპანიების ფულადი სახსრებისა და სწრაფად რეალიზებადი აქტივების (აქციების, ობლიგაციების და ა.შ.) ოდენობასა და მათი მოკლევადიანი ვალდებულებების თანხას შორის. გვიჩვენებს ფირმების ფაქტობრივ შესაძლებლობას, დათქმულ ვადებში შეუფერხებლად შეასრულონ (გადაიხადონ) ყველა ვალდებულება.