არიდული ჰავა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:57, 9 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არიდული ჰავა − (ლათ. āridus მშრალი, გვალვიანი ადგილი, გადამწვარი), უდაბნოებისა და ნახევარუდაბნოების ჰავა. ახასიათებს ჰაერის ტემპერატურის დიდი დღეღამური და წლიური ამპლიტუდები, ნალექების უმნიშვნელო რაოდენობა ან თითქმის სრული უნალექობა (100-150 მმ წელიწადში). გაშიშვლებული მიწის ზედაპირის ტემპერატურა დღე-ღამის განმავლობაში მკვეთრად ირყევა, რის გამო მკვრივი ქანებიც კი იშლება და ქვიშად იქცევა. ქარს ადვილად გადააქვს მშრალი ქვიშა და ბარხანებისა და დიუნების ტალღოვან რელიეფს ქმნის. არიდული ჰავა ყველაზე მკვეთრად გამოხატულია ტროპიკულ და სუბტროპიკულ განედებზე (საჰარა, არაბეთის ნახევარკუნძულისა და ავსტრალიის უდაბნოები).


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები