სამონტაჟო ქაფი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:22, 10 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სამონტაჟო ქაფი − ქაფპოლიურეთანული ჰერმეტიკი, საყოფაცხოვრებო ქიმიის პროდუქცია აეროზოლურ შეფუთვაში. მის შემადგენლობაში შედის: მეთილენდიფენილდიიზოციანატი, პოლიოლები, კატალიზატორი, ამაქაფებელი, სტაბილიზატორი. გამოიყენება კარისა და ფანჯრის ბლოკების და სხვა კონსტრუქციების შესამჭიდროებლად, ღრეჩოებისა და ბზარების ამოსავსებად, ქსელების საიზოლაციოდ, სიცარიელეების შესავსებად და სხვ.