ჰექსილი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:33, 10 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჰექსილი (ჰექსანიტროდიფენილამინი, დიპიკრილამინი) – მეორადი ასაფეთქებელი ნივთიერება. ყვითელი წყალში უხსნადი კრისტალური ფხვნილი. სიმკვრივე 1650 კგ/მ3, აფეთქების სითბო 4,51 მჯ/კგ (1080 კკალ/კგ), დეტონაციის სიჩქარე 7 კმ/წმ-ზე მეტი. ჰექსილიs მგრძნობიარობა მექანიკურ ზემოქმედებაზე უფრო მაღალია, ვიდრე ტრინიტროტოლუოლის, მაგრამ დაბალია, ვიდრე ჰექსოგენის.