ჰიდროქარსები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:51, 10 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჰიდროქარსები – სილიკატების კლასის ქარსის მსგავსი მინერალების ჯგუფი; წარმოადგენს ფენობრივი აგებულების ალუმინსილიკატებს, რომლებიც ქარსთან შედარებით შეიცავს მეტ წყალს. ჩვეულებრივ, ჰიდროქარსები წარმოადგენს ქარსის კაოლინად, მონტმორილონიტად, ვერმიკულიტად და ქლორიტად ბუნებრივი სტადიური გარდაქმნის შუალედ პროდუქტს. ბუნებაში ყველაზე მეტად გავრცელებული ჰიდროქარსებია: ჰიდრომუსკოვიტი, რექტორიტი, გლაუკონიტი, ჰიდრობიოტიტი.