მორალიტე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:17, 11 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მორალიტე – (ლათ. moralis - ზნეობრივი), დამრიგებლური ხასიათის ალეგორიული დრამა XV-XVI საუკუნის დასავლეთ ევროპაში. მორალიტეს ძირითადი მოქმედი პირები იყვნენ ისეთი პერსონაჟები, რომლებიც განასახიერებდნენ სიკეთეს, ნაკლოვანებებს, და ერთმანეთს ებრძოდნენ ადამიანის სულისათვის. მორალიტეში შენარჩუნებული იყო ქრისტიანული დამრიგებლობის პრინციპი, მაგრამ მას არ ჰქონდა რელიგიური სიუჟეტი და ამდენად იგი უახლოვდებოდა რეალური ცხოვრების სიტუაციებისა და კონფლიქტების აღწერას. მორალიტეს ისტორიული მნიშვნელობა ისაა, რომ მან დაამკვიდრა ტიპიზაციის პრინციპი, რომელიც აბსტრაქტული ხასიათისა იყო, მაგრამ მაინც გადმოსცემდა ადამიანურ ვნებათა კონტურებს.