დრამა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:17, 11 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დრამა – ლიტერატურული ნაწარმოების სახე დიალოგების ფორმისა, რომელიც სცენაზე განსახიერებისთვისაა გამიზნული. დრამა ასახავს სინამდვილეს და იდეას გამოხატავს მოქმედებისა და დიალოგების მეშვეობით, რომლებსაც ასრულებენ მსახიობები სცენაზე მაყურებელთა თანდასწრებით.