მექანიკური ნიჩაბი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:12, 11 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მექანიკური ნიჩაბი პირდაპირი
მექანიკური ნიჩაბი შებრუნებული

მექანიკური ნიჩაბი – თვითმავალი სრულსაბრუნი ამოსათხრელ-განმტვირთავი მანქანა (ერთჩამჩიანი ექსკავატორი), რომლის მოძრავი სამუშაო ელემენტები გადაადგილდება მექანიკური მოწყობილობებით. სამუშაო ციკლი შედგება ოთხი ფაზისგან: ამოთხრა, მობრუნება, ჩამჩის განტვირთვა და მობრუნება ახალი ციკლის დასაწყებად. ჩამჩის მოძრაობის მიხედვით მექანიკური ნიჩაბი არის პირდაპირი და შებრუნებული. დანიშნულების მიხედვით – სამშენებლო, საკარიერო, გასაშლელი და საკარიერო-სამშენებლო. სამშენებლო ძირითადად გამოიყენება ქვაბულების ამოსათხრელად, კარიერული – უშუალოდ კარიერების დასამუშავებლად, გასაშლელი – გრუნტის ზედა ფენის მოსახსნელად (კარიერულისაგან განსხვავებით აქვს გრძელი ისარი), ხოლო საკარიერო-სამშენებლო – კარიერებსა და მშენებლობაზე.




წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები