პოზიტიური ეკონომიკური თეორია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პოზიტიური ეკონომიკური თეორია - (positive economics) - ეკონომიკური თეორიის ნაწილი და ეკონომიკური ანალიზის ის ტიპი, რომელიც ეყრდნობა ფაქტებით განმტკიცებულ დებულებებსა და დასკვნებს. იგი სწავლობს ეკონომიკას ისეთს, როგორიც არის, უპასუხებს კითხვას - «რა არის» და არა კითხვას - «რა უნდა იყოს». ნორმატიული ეკონომიკური თეორიისაგან განსხვავებით, პოზიტიური ეკონომიკური თეორია არ იძლევა სამომავლო რეკომენდაციებს. იგი ნორმატიული ეკონომიკური თეორიის საყრდენია, ფაქტობრივი მტკიცებით უპასუხებს ისეთ კითხვებს, როგორიცაა, მაგალითად, მოსახლეობის რამდენი პროცენტია უმუშევარი.