ალავერდის გულანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:20, 14 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ალავერდის გულანი - კრებული შედგენილი 1714-1716 წლებში ალავერდის წმ. გიორგის მონასტერში ნიკოლოზ ალავერდელის დაკვეთით დაყოფილია სამ წიგნად. სათაურები ასომთავრულითაა შესრულებული მეფე ერეკლე I-ის ასულის, მარიამის (მარიამ-მაკრინეს) მიერ. თითოეული წიგნი შეიცავს ოთხი თვის „თვენს“: I - სექტემბერ-დეკემბერს; II – იანვარ-აპრილს; III – მაის-აგვისტოს.