სანაყი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:11, 14 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Malania (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სანაყი

სანაყი - როდინი (ქართლი, იმერ., სამცხე-ჯავახ.), ფილი (კახ.), ქვიჯა, ქვეჯა, ჩუგა (გურ.სამეგრ.), სანივრია, ყუნჭი (ხევს.) - როგორც მეტალის, ასევე ხისა.

საქართველოს სოფლებში ძირითადად ხის სანაყები იყო გავრცელებული. სანაყები მასში ჩასანაყი პროდუქტის შესაბამისად იყო სხვადასხვა მოყვანილობის. ჩვეულებრივი ზომის სანაყი-როდინები ფართოდაა გამოყენებული სამზარეულო საქმიანობაში. იგი წარმოადგენს მაგარი ხისგან გაკეთებულ წელვიწრო და ფართოპირიან ჭურჭელს, რომლის ძირი მყარია და მასიური, ხანგრძლივ ნაყვას რომ გაუძლოს. სანაყის პირში იყრება დასანაყავი პროდუქტი და ინაყება ხელში კარგად ჩასაბღუჯი ბუნებრივი მოგრძო რიყის ქვით ან ხის კაკვით.

სანაყი პრეისტორიული ხანიდან გამოიყენებოდა მარცვლეულის დასაქუცმაცებლად, რომელმაც შემდეგ განვითარება პოვა დიდი ზომის საცეხველებში.


ლიტერატურა

მ. ხაზარაძე, ქართული ხალხური ხის ჭურჭელი, 1988. ე.ნ.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები