სუბარაქნოიდული ჰემორაგია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:08, 14 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სუბარაქნოიდული ჰემორაგია - სუბარაქნოიდულ სისხლჩაქცევას, ჩვეულებრივ, განაპირობებს დიდი ტვინის არტერიული წრის მიდამოში ინტრაკრანიული ანევრიზმის გასკდომა. გადარჩენის შემთხვევაში, კოგნიტური დარღვევები და პიროვნული ცვლილებები (რაც ხშირად ვითარდება) როგორც თავად სისხლჩაქცევით გამოწვეული დაზიანებების, ასევე ანევრიზმის ემბოლიზაციის ან კლიპირების შედეგია. წინა შემაერთებელი არტერიის ანევრიზმის დროს უფრო ხშირია ამნეზიური სინდრომის განვითარება კონფაბულაციით. ეს შესაძლოა ბაზალური წინა ტვინის დაზიანებით იყოს გამოწვეული.