ბახი ვილჰელმ ფრიდემან
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:37, 18 აპრილი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ვილჰელმ ფრიდემან ბახი - (გერმ. Wilhelm Friedemann Bach) [22. XI. 1710, ვაიმარი, – 1. VII. 1784, ბერლინი], კომპოზიტორი და ორგანისტი. ი.ს. ბახის უფროსი ვაჟი. ყველაზე ახლოა მამასთან შემოქმედებითად. 1733-64 მუშაობდა დრეზდენსა და ჰალეში (აქედან – „ჰალელი“ ბახი).
ავტორია 21 კანტატის, სიმფონიების, კონცერტების, საორგანო, საკლავირო და სხვა ნაწარმოების.
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")