პროტექციონიზმი (ეკონომიკა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პროტექციონიზმი (ეკონომიკა) - (protectionism) [ფრანგ. protectionnisme <ლათ. protectio დაფარვა] - სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკა, რომლის მიზანია ეროვნული მეურნეობის დაცვა უცხოური კონკურენციისაგან საიმპორტო საქონელზე მაღალი ბაჟის შემოღებით, გარკვეული სახის საქონლის შემოტანის შეზღუდვით ან აკრძალვით.