თბოელექტროგენერატორი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:15, 16 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
თბოელექტროგენერატორი – ტექნიკური მოწყობილობა (ელექტროგენერატორი), რომელიც თბურ ენერგიას უშუალოდ გარდაქმნის ელექტრულ ენერგიად თერმოელემენტების (თერმოელექტრული მასალების) კონსტრუქციის გამოყენებით. გამოიყენება ელექტროკვების წყაროდ კოსმოსურ აპარატებში, შენობა-ნაგებობებში, საავტომობილო ტექნიკაში თბური ენერგიის რეკუპერაციისათვის (მაგ., ნამუშევარი აირების გამოსაბოლქვი სისტემის ელემენტების სითბოს უტილიზაციისათვის და სხვ.).