პიროკლასტური ნაკადი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:00, 16 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პიროკლასტური ნაკადი – ვულკანური აირების, ფერფლისა და ქვების მაღალტემპერატურული ნარევი, რომელიც წარმოიშობა ვულკანის ამოფრქვევის შედეგად. ნაკადის სიჩქარე აღწევს 700 კმ/სთ-ს, აირების ტემპერატურა – 100-800°С. გამოირჩევა დიდი გამანადგურებელი ძალით.