მაგმა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:01, 16 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მაგმა − (ბერძ. magma სქელი საცხი), სილიკატური (სულფიდური) შედგენილობის გამდნარი მასა, რომელიც წარმოიქმნება დედამიწის ქერქში ან ზედა მანტიაში. გაცივების შედეგად წარმოქმნის მაგმურ ქანებს. მისი ტემპერატურა, ქიმიური შედგენილობის შესაბამისად, ცვალებადობს 600-1200°C ფარგლებში. ვულკანურ მხარეებში მაგმა აღწევს დედამიწის ზედაპირს და ამოინთხევა ლავის სახით. დედამიწის სიღრმეში გაცივებული მაგმა წარმოქმნის ინტრუზივებს.