ბალადური ოპერა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:03, 17 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბალადური ოპერა - მუსიკალურ-დრამატული ჟანრი, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა XVIII ს. ინგლისში; სატირული ხასიათის კომედია, რომელიც შეიცავს სიმღერებს და სხვა მუსიკალურ ნომრებს. სიმღერების ტექსტები იქმნებოდა სპეციალურად ბალადური ოპერისათვის. ბალადური ოპერის ჟანრს საყოველთაო აღიარება მოუტანა „ღატაკის ოპერამ“ (1728); ტექსტი ეკუთვნოდა ჯ. გეის, მუსიკა – ჯ. პეპუშს. მოახდინა ზეგავლენა გერმანულ ზინგშპილზე. „ღატაკის ოპერის“ მოდერნიზებულ ინტერპრეტაციას წარმოადგენს კ. ვაილისა და ბ. ბრეხტის „სამგროშიანი ოპერა“ (1928).