ისლის სახურავი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:11, 18 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ისლის სახურავი (ინგლ. thatched roof) – სახურავი, რომელიც დამზადებულია ისლის ღეროებისაგან. მიუხედავად დაბალი ცეცხლმედეგობისა და ხანგამძლეობისა, მასობრივად გავრცელებულია აზიის, აფრიკის, სამხრეთ ამერიკისა და ოკეანიის ცხელ ქვეყნებში. მიეკუთვნება ეკოლოგიურად სუფთა სახურავებს. გამოირჩევა ორიგინალური გარეგნული სახით, საიმედოობით, სიმტკიცით, აგების სიმარტივითა და, რაც მთავარია, შიდა სივრცის სასიამოვნო მიკროკლიმატით.