სამეცნიერო-პოპულარული ფილმი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:44, 18 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სამეცნიერო-პოპულარული ფილმი – ფილმი, რომელიც პოპულარობას უწევს მეცნიერულ ცოდნას, მიღწევებს, გამოგონებებს. სასწავლო ფილმებისაგან განსხვავებით, რომლებიც დამხმარე საშუალებაა ამა თუ იმ მეცნიერული ან ტექნიკური დისციპლინის სისტემატური შესწავლისათვის, სამეცნიერო-პოპულარული ფილმი მიზნად ისახავს მასობრივად გაავრცელოს ცოდნა მოსახლეობის ფართო ფენებში. იგი მაყურებელს აცნობს მეცნიერების, ტექნიკისა და კულტურის მიღწევებს, გამოჩენილი მეცნიერების, მწერლების, მხატვრებისა და სხვათა მოღვაწეობას. სამეცნიერო-პოპულარულ ფილმს იღებენ მკაფიო, მიმზიდველი, ყველასთვის ხელმისაწვდომი ფორმით.