როტორული კომპრესორი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:05, 18 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
როტორული კომპრესორი − მოცულობითი მოქმედების კომპრესორი, რომელშიც სამუშაო კამერები იქმნება კორპუსის გამოჩარხვით და მასში განთავსებული როტორით (როტორებით).როტორული კომპრესორი ერთი როტორით ეწოდება ერთროტორიანი, ორი და მეტი როტორით – მრავალროტორიანი. თუ კომპრესორი ერთ კორპუსშია მოთავსებული, მაშინ მას ეწოდება ერთკორპუსიანი (ერთცილინდრიანი), ხოლო თუ განთავსებულია ორ ან მეტ დამოუკიდებელ კორპუსში – მრავალკორპუსიანი (მრავალცილინდრიანი).