მაღალი მოცვი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:42, 18 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მაღალი მოცვი – (Vaccinium arctostaphylos L.); ოჯახი: მანანისებრნი (Ericaceae). 0.5-2 მ სიმაღლის ბუჩქია ან პატარა ზომის ხე. ფოთლები მჯდომარეა, 4-10 სმ სიგრძის მოგრძო-ელიფსური ან კვერცხისებური ფორმის. კიდეზე ხერხკბილა. ზედა მხარე მუქი მწვანეა, ქვემო – ლეგა, მეტ-ნაკლებად შებუსული. ყვავილედი მტევანია. გვირგვინი ზარისებურია, მოთეთრო-მოწითალო ფერის, ნაყოფი შავია. ყვ. ნაყ. V-IX. მცენარე გავრცელებულია ტყეებში და ტყის პირას, კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია თელავის მიდამოებში, ცივ-გომბორის ქედის ჩრდილო კალთაზე სპორადულად. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში.