შავი მოცვი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შავი მოცვი

შავი მოცვი – (Vaccinium myrtillus L.); ოჯახი: მანანისებრნი (Ericaceae). 50 სმ სიმაღლის ბუჩქია. ფოთლები მოკლეყუნწიანია, 4-10 სმ სიგრძის მოგრძო-ელიფსური ან კვერცხისებური ფორმის. კიდეზე ხერხკბილა. ზედა მხარე მუქი მწვანეა, ქვემო – ლეგა. მეტ-ნაკლებად შებუსული. ყვავილები მარტოულია. გვირგვინი სფეროსებურია, მომწვანო ვარდისფერი. ნაყოფი შავია. ყვ. ნაყ. VI-IX. მცენარე გავრცელებულია სუბალპურ და ალპურ სარტყლებში, მდელოებზე, დეკიანებში, ტანდაბრეცილი ტყის პირებზე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში.







წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები