მეტალურგია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:32, 21 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მეტალურგია – (ბერძ. metallourgós ლითონებში მუშობა, სამთამადნო საქმე) – მეცნიერებისა და ტექნიკის დარგი, რომელიც მოიცავს მადნიდან ან სხვა მასალებიდან მეტალების (ლითონების) მიღების პროცესს, პირველად გადამუშავებას, აგრეთვე ლითონის შენადნობების კვლევას, დაკავშირებულს ქიმიური შემადგენლობის, სტრუქტურისა და თვისებების ცვლილებებთან.
მეტალურგიას მიეკუთვნება: მეტალების წარმოება ბუნებრივი ნედლეულისა და მეტალების შემცველი სხვა პროდუქტებიდან, ლითონის შენადნობების მიღება, მეტალების დამუშავება ცივი და ცხელი მეთოდებით, შედუღება, ზედაპირების დაფარვა მეტალებით და სხვ. მეტალურგიის სახეებია: დიდი, მომპოვებელი, მცირე, ფერადი, ფეროშენადნობთა, ფოლადის, ფხვნილთა, შავი და სხვ.