ლამარკი ჟან ბატისტ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:26, 24 აპრილი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟან ბატისტ ლამარკი

ჟან ბატისტ ლამარკი - (ფრანგ. Jean-Baptiste de Lamarck; 1. 08. 1744, ბაზანტენი, პიკარდია — 18 12. 1829, პარიზი) ფრანგი ბუნებისმეტყველი.

ჟან ბატისტ ლამარკი დაიბადა ბაზანტენში (პიკარდიის პროვინცია), ღარიბი აზნაურის ოჯახში. მშობლებს უნდოდათ ის მღვდელი გამოსულიყოდა კათოლიკურ სასწავლებელში მიაბარეს. 16 წლის ლამარკი ტოვებს სკოლას და მოხალისედ მოქმედარმიაში მიდის (მიმდინარეობდა 7-წლიანი ომი). იქ მან დიდი სიმამაცე გამოიჩინა და ოფიცრის წოდება მიიღო. 1768 წლამდე ლამარკი სამხედრო სამსახურში იმყოფებოდა. მაგრამ ავადმყოფობისგამო ის იძულებული შეიქნა სამხედრო სამსახურისთვის თავი დაენებებინა. ლამარკი სწავლას აგრძელებს პარიზის უმაღლეს სამედიცინო სკოლაში. შემდეგ მუშაობას იწყებს სამეფო ბოტანიკურ ბაღში (1772-1776), რომელიც შემდგომში (1793) პარიზის საბუნებისმეტყველო მუზეუმად გადაკეთდა.

შრომისმოყვარე და ნიჭიერმა ახალგაზრდა მეცნიერმა 1778 წელს დაწერა დიდი შრომა სამ ტომად - „საფრანგეთის ფლორა“. ამ წიგნმა ლამარკს დიდი სახელი მოუხვეჭა და პარიზის აკადემიის წევრადაირჩიეს. 1778 წლიდან იგი სათავეში უდგას ბოტანიკის კათედრას, 1793 წლიდან კი ზოოლოგიის კათედრას სთავაზობენ. 1801 წელს ის აქვეყნებს შრომას „უხერხემლო ცხოველთა სისტემა“, რომელშიც პირველადაა გამოთქმული ევოლუციური იდეები.

1809 წელს ლამარკმა დაბეჭდა ფუნდამენტური შრომა „ზოოლოგიის ფილოსოფია“, რომელშიც ჩამოყალიბებულია მისი ევოლუციური კონცეფცია. ლამარკმა შემოიღო ცხოველთა დაყოფა უხერხემლოებად დახერხემლიანებად, რომელიც ამჟამადაც მყარადაა დამკვიდრებული ბიოლოგიაში. აღსანიშნავია, რომ ტერმინი „ბიოლოგია“, თანამედროვე გაგებით, პირველად ერთდროულად, მაგრამ ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ლამარკმა და გერმანელმა ბუნებისმეტყველმა გ. ტრევირანუსმა (1802) იხმარეს. ლამარკს ეკუთვნის გეოლოგიური, ჰიდროლოგიური და მეტეოროლოგიური გამოკვლევებიც, რომლებშიც ის ეყრდნობა განვითარების იდეასა და ისტორიზმის პრინციპს. სიცოცხლის უკანასკნელწლებში ლამარკი დაბრმავდა და უკიდურეს სიღარიბეში ჩავარდა. ყველასაგან მივიწყებული 1829 წლის 18 დეკემბერს გარდაიცვალა.



წყარო

შათირიშვილი, ა. მიკროევოლუციის საფუძვლები : [სახელმძღვ. ბიოლ. სპეც. სტუდ. / რედ.: ი. ელიავა, თ. ლეჟავა] ; თსუ. - თბ. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2005. - 311გვ. : სურ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 298-300

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები