მენსტრელების თეატრი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:53, 21 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მენსტრელების თეატრი – ამერიკული მოხეტიალე მუსიკალური თეატრი. ჩამოყალიბდა XIX საუკუნეში აშშ სამხრეთ რაიონებში, ნაკრები თეატრალური დასების საფუძველზე. მენსტრელების თეატრისათვის დამახასიათებელია პირობითი გროტესკული სტილი. მსახიობები გამოდიან ზანგების გრიმით, მუსიკალურ გაფორმებაში ანგლო-კელტური ხალხური ბალადები, მსუბუქი ქალაქური ჟანრის სიმღერები, ზანგური სიმღერები და საცეკვაო მუსიკა ერთმანეთს ენაცვლება. მენესტრელების თეატრმა გარკვეული გავლენა მოახდინა ჯაზის ფორმირებაზე.