კაპიტალური მშენებლობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:39, 22 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კაპიტალური მშენებლობა – სახელმწიფო და ადგილობრივი ორგანოების, იურიდიული და კერძო პირების საქმიანობა, მიმართული საწარმოო თუ არასაწარმოო დანიშნულების ახალი ძირითადი ფონდების შექმნისკენ ან არსებული საწარმოო ფონდების გაფართოება-რეკონსტრუქციისკენ. კაპიტალური მშენებლობა წარმოადგენს მატერიალური წარმოების უმნიშვნელოვანეს დარგს და კვლავწარმოების საფუძველს. კაპიტალური მშენებლობას მიეკუთვნება აგრეთვე საპროექტო-საძიებო სამუშაოები და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება, რომელიც აუცილებებლია სამშენებლო, სამონტაჟო და სხვ. კაპიტალური სამუშაოების შესასრულებლად.