დინამიტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:14, 22 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დინამიტი - (ფრანგული dynamite < ბერძნული dynamis-სგან - ძალა), ბრიზანტული ფეთქებადი ნარევი, რომელიც ნიტროგლიცერინისა და დანამატებისაგან (პირომჟავა, ხის ფქვილი, დინიტროგლიკოლი და სხვა) მზადდება.
დინამიტის თვისება განისაზღვრება მისი კომპონენტების შეფარდებით. ყველაზე მძლავრი დინამიტის სიმჭიდროვე შეადგენს 1,6გრ/სმ3, აფეთქების სიმხურვალე 6,5მ.ჯ./კგ, დეტონაციის სიჩქარე 8კმ/წმ. გამოგონებულია დანიელი ა. ნობელის მიერ 1867 წელს.
XX საუკუნის შუა წლებამდე გამოიყენებოდა სამთო საქმეში, მაგრამ მაღალი მგრძნობელობის გამო შეიცვალა ნაკლებად საშიში ფეთქებადი ნივთიერებით. სამხედრო საქმეში გავრცელება ვერ პოვა.