ლემექსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:32, 24 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ლემექსი − (რუს. лемех სახსნისი), საბურულე მასალა მცირე ზომის ხის ფირფიტების სახით. გამოიყენებოდა ძველ რუსეთში მართლმადიდებლური ტაძრის გუმბათების, წყლის კასრების, ქანობიანი სახურავების, ფარდულებისა და მისთ. მოსაპირკეთებლად. ამზადებდნენ ვერხვის ხის ფიცრებისაგან სიგრძით 50 სმ-მდე. ლემექსის ერთი ბოლო სწორად იყო წაჭრილი, მეორეს კი ჰქონდა მრგვალი, სამკუთხა ან საფეხურებიანი ფორმა.