აკუტწარა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
19:02, 25 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აკუტწარა (აკοჷტწარა) - აფხ. საქათმე. ედგათ უკანა ეზოს ბოლოს, ღობესთან. თავდაპირველად საქათმე წნული და მრგვალი იყო, თანდათან შეიცვალა მისი სახე და ფიცრული გახდა, ყავრით დახურული. ფასადის მხრიდან ჰქონდა ღიობი, კარით, ზომით 40×60 სმ. ბოძებზე იდგა და ქათმებისათვის კიბის მაგიერ ფიცარს მიაყუდებდნენ ასასვლელად.