სასწორი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:45, 25 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სასწორი - მასის ასაწონი მექანიკური ხელსაწყო. სასწორის უძველესი ნიმუშები დასტურდება ძველ ბაბილონსა (ძვ. წ. 2500 წ.) და ძველ ეგტვიპტეში (ძვ. წ. 2000 წ.).
სასწორი არის ტოლმხარა და არატოლმხარა. XII ს. არაბმა მეცნიერმა ალ ხაზინიმ პირველად აღწერა თეფშებიანი სასწორი. საქართველოს ეთნოგრაფიულ ყოფაში დასტურდება როგორც ტოლმხარა (მისი ყველაზე განვითარებული სახეობაა თეფშებიანი და პინებიანი სასწორი), ასევე არატოლმხარა სასწორები, ამ უკანასკნელის ნიმუშია სამეგრელოში გავრცელებული სასწორი ლაღანკონი//ღაღანაკი.
ლიტერატურა
ქსე, ტ. IX, 1985 წ.