სამღერელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სამღერელი - სახუმარო
სცენის აღმნიშვნელი ძვ. ქართული ტერმინი, გვხვდება ექვთიმე და გიორგი მთაწმიდლების თარგმანებში. ქართული სახილველის თავისებურებას შეადგენდა ორსამღერლიანობა (ორსცენიანობა), რაც სანახაობა „ნირზის“ განვითარებით უნდა შექმნილიყო. სანდრო ახმეტელი ბერიკაობის წარმსახვაში ორსამღერლიანობის (2 სათამაშო მოედნის) აუცილებლობას ხედავდა.
წყარო
- ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
- ჯანელიძე დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, გვ. 41, თბ., 1985 წელი.