მოდებაძე ნოდარ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:32, 27 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ნოდარ მოდებაძე – დაიბადა 1950 წლის 20 ნოემბერს თელავის რაიონის სოფელ აკურაში. — სპორტსმენი. მოჭიდავე. ევროპის ჩემპიონი (01.01.1973); მსოფლიო თასის გათამაშების ოქროს მედალი (01.01.1974); სსრკ პირადი ჩემპიონატის ოქროს მედალი (01.01.1977); სტუდენტთა მსოფლიო თამაშების ოქროს მედალი; სსრკ სპორტის ოსტატი. მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული. სპორტის დამსახურებული ოსტატი თავისუფალ ჭიდაობაში.
განათლება – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური და კვების მრეწველობის ფაკულტეტი (1984). სამხედრო სამსახური (1976-78).
სამუშაო გამოცდილება
- საქართველოს ნაკრების წევრი თავისუფალ ჭიდაობაში (1966-1982)
- საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი თავისუფალ ჭიდაობაში (1968-1980)
- საქართველოს სპორტკომიტეტის მწვრთნელი (1979-83);
- ეწეოდა ბიზნეს საქმიანობას.
- მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (1999-2004): პარტიული სიით - ბლოკი „საქართველოს აღორძინება“, გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტის, აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრი.