პიროვნული ცვლილება მყარი კატასტროფის შემდგომი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:38, 28 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პიროვნული ცვლილება, მყარი, კატასტროფის შემდგომი - (F62.0), (personality change, enduring, after catastrophic experience) დამახასიათებელია მტრულობა ან უნდობლობა გარე სამყაროს მიმართ, სოციალური განსვლა (ამრიდებლობა), გაუცხოება, შინაგანი სიცარიელის და უიმედობის განცდა, „ზღვარზე ყოფნის“ ქრონიკული შეგრძნება – თითქოს მუდმივად ემუქრება საფრთხე. ეს ცვლილებები აღინიშნება, სულ ცოტა. 2 წელი, ხოლო სტრესი იმდენად ინტენსიურია, რომ სერიოზულ გავლენას ახდენს პიროვნებაზე, მიუხედავად მისი ინდივიდუალური მგრძნობელობის ზღურბლისა.

ასეთი ტიპის სტრესებს მიეკუთვნება:

  • კონცენტრაციულ ბანაკში ყოფნის გამოცდილება;
  • სტიქიური უბედურებები;
  • ხანგრძლივი ტყვეობა მოკვდინების მაღალი რისკით;
  • ხანგრძლივი ყოფნა სიცოცხლისათვის სახიფათო სიტუაციებში, მაგალითად, ტერორისტული აქტების ან წამების მსხვერპლად ყოფნა.


წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები