არიშჰარა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:49, 28 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
არიშჰარა (არჷშჰარა) - ქსოვილის გახამება. მამაკაცებისა და ქალების შიდა თეთრეული-პერანგი იკერებოდა თვითნაქსოვი სელის ტილოსაგან. სელის ტილოს ერთი კვირა ძროხის ნაკელში დებდნენ, შემდეგ გამდინარე ცივი წყლით რეცხავდნენ. ამ პროცედურას რამდენიმეჯერ იმეორებდნენ. შემდეგ ღამ-ღამობით ქსოვილს წელავდნენ და ცვრიან ბალახზე მთელი ღამე ტოვებდნენ. დილით იღებდნენ. ამას იმდენჯერ იმეორებდნენ, მანამ ქსოვილი თეთრი და რბილი არ გახდებოდა.