საცეცხლური
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საცეცხლური - სიმბოლურად დედა ეკლესიას განასახიერებს. ის არის ჭურჭელი, რომლითაც სასულიერნო პირნი აკმევენ საკმეველს. კმევა ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ტაძარში დააწესა ღმერთმა. წმიდა ტრაპეზისა და ხატების კმევა მათდამი მოკრძალებისა და პატივისცემის გამომხატველია. მლოცველთა კმევა გამოხატავს სურვილს, რომ მათი მხურვალე და გულწრფელი ლოცვა ისევე მსუბუქად აიჭრას ზეცისკენ, როგორც საცეცხლურის კვამლი. კმევისას მლოცველები ქედს იდრეკენ. საკმეველი ქრისტიანის შინაგანი ლოცვის სიმბოლოა, ხოლო ნახშირი - ჩვენი მართლმადიდებლური აღმსარებლობისა.
გადასატანი, ჯაჭვებზე ჩამობმული მცირე ზომის ღუმელი, რომელშიც ათავსებენ დანთებულ გუნდრუკს ლიტურგიული მსახურებისას. Source: - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
წყარო
- ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
- პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ..