სარტყელი (საეკლესიო)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:16, 28 აპრილი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სარტყელი - მღვდელმსახურის შესამოსელი. კვართის ზემოდან კეთდება. ის არის ღვთისმსახურებისადმი მზადყოფნისა და ღვთის ძალის განმაძლიერებელი სიმბოლო. სარტყელი იმ ტილოს სიმბოლოცაა, რომელიც მაცხოვარმა მოწაფეების ფეხთბანის წინ შემოირტყა წელზე.
სარტყელი კათოლიკური მღვდელმსახურის შესამოსელი წარმოადგენს ქსოვილის ზოლს, რომელსაც შემოირტყამენ სუტანაზე. ის შემოხვეულია გვერდებზე, მარცხენა მხარეს კი დაშვებული აქვს ორი ბოლო. პაპის სარტყელი თეთრი ფერისაა, კარდინალთა - მეწამული, ეპისკოპოსთა - მოიისფრო, ხოლო სხვა სასულიერო პირთა კი - შავი ფერისა.
წყარო
- ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
- პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4