ფიტინგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:20, 28 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ფიტინგი (ინგლ. fitting < fit არგებს, ამონტაჟებს, აწყობს) – მილსადენის შემაერთებელი ნაწილი – მოკლე რგოლი მილების მოსატრიალებლად, წყლის გადასაგდებად, მიმართულების შესაცვლელად, განშტოების, მოხვევის, განსხვავებულ დიამეტრზე გადასვლის ადგილებში და სხვა.
ამჟამად, ყველაზე მეტად გავრცელებული მეტალოპლასტმასის მილგაყვანილობის აწყობისათვის გამოიყენება სამი სახის ფიტინგი:
1) კუთხვილიანი (დასაშლელ-ასაწყობი);
2) კომპრესიული (პირობითად დასაშლელი);
3) წნეხფიტინგი (არაგასართი).
ფორმის მიხედვით ფიტინგი არსებობს: პირდაპირი, კუთხური, სამკაპა, ჯვრისებრი, გადამყვანი და სხვა. ამათგან ყველაზე მეტად არის გავრცელებული კუთხვილიანი ფიტინგები, რომლებიც გამოირჩევა მობილურობით, საიმედოობით, ხანგამძლეობითა და მონტაჟის სიმარტივით.
