აჲლაქჲ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:47, 28 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აჲლაქჲ - ქართ. ელეგი. კორსეტი. აფხაზი გოგონები გათხოვებამდე მას ცხრა წლიდან ატარებდნენ მუდმივად. ეს იყო ფართო ქამარი ან ნარმის ქსოვილი, რომელიც მჭიდროდ ჰქონდათ მომდგარი ტანზე. კორსეტს შიგნით ძვლის ან ლითონის თხელი ფირფიტა ჰქონდა ჩატანებული. აჲლაქი ძვლის ან ლითონის ღილებით იკვრებოდა. ქორწილის შემდეგ, პირველ ღამეს კორსეტის გახსნის პრივილეგია ქმარს ჰქონდა.