ავენდუააგარა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:52, 28 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ავენდუააგარა (აჳჷნდუააგარა) - პატარძლის „დიდ სახლში შეყვანა“. ჩვეულება, რომელიც პატარძლის 2-3 კვირის ამჰარაში ყოფნის შემდეგს რულდებოდა, აუცილებლად სადღესასწაულო სუფრით მთავრდებოდა. ნეფის მიერ არჩეულ ხელისმომკიდეს, ანუ ამაჰვვეზა-ს (სიძის მეგობარი) პატარძალი და ნეფე ამჰარიდან გამოჰყავდა და „დიდ სახლში“ შეჰყავდა. ამ დროს ნეფე თავისი ოჯახის უფროსებს „სირცხვილის გამოსასყიდად“ საჩუქრებით ასაჩუქრებდა.