აჟვლა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:43, 29 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აჟვლა (აჟοლა) - აფხ. თესლი, სპერმა; გვარი; ჯიში. მიუთითებს საერთო წარმოშობაზე, ერთ საერთო ძირზე. შ. ინალ-იფას გადმოცემით აჟვლა ძირითადი ნათესაური და ერთდროულად საზოგადოებრივი ერთეულია, რომლისთვისაც პატრიარქალური წყობაა დამახასიათებელი. ტერმინი აჟვლა ძველად, როგორც ოჯახს, ისე გვარს აღნიშნავდა, ისევე როგორც აბაზებში. მისი აზრით აფხაზური აჟვლა წარმოშობას, გენეალოგიას დაგვარტომობას აღნიშნავს.