სამუშაო დრო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სამუშაო დრო – დრო, რომლის განმავლობაში მომუშავე პირი, კანონმდებლობის შესაბამისად, ასრულებს მასზე დაკისრებულ შრომით მოვალეობებს. შრომით საქმიანობაში მონაწილეობის ხანგრძლივობა იზომება საათებში. საქართველოს კანონმდებლობით ერთ კვირაში სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ აღემატება 41 საათს.
სამუშაო დროის საათების მთლიანი რაოდენობა - (total working hours) - სამუშაო დროის საათების საშუალო რაოდენობა გამრავლებული დასაქმებული მოსახლეობის რიცხოვნობაზე.
სამუშაო დროის საათების საშუალო რაოდენობა - (average working hours) - სამუშაო დროის - საათების რაოდენობა, რომლის განმავლობაშიც დასაქმებულია ერთი საშუალო სტატისტიკური მუშაკი
წყარო
სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი