საცისკრო სახარება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:43, 1 მაისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
საცისკრო სახარება - სახარება, რომელიც იკითხება ცისკარზე, სადაც მოთხრობილია იესო ქრისტეს აღდგომის ამბავი. წაკითხვის შემდეგ სახარებას გამოასვენებენ შუა ტაძარში, სადაც მორწმუნენი ეამბორებიან. ეს მოქმედება მოგვაგონებს მკვდრეთით აღდგომილი მაცხოვრის მოციქულებისადმი გამოცხადებას.
წყარო
ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.