ვენჩურული კაპიტალი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:35, 30 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ვენჩურული კაპიტალი (venture capital) - კაპიტალი, რომელიც გამოიყენება ინოვაციური პროექტების, მეცნიერულ-ტექნოლოგიური დამუშავებებისა და გამოგონებების დასაფინანსებლად და დაკავშირებულია დიდ რისკთან. ახალი ტექნოლოგიების დამუშავებისა და დანერგვისას, მოსალოდნელი შედეგების ნაკლებად სტაბილურობის გამო, მას ხშირად «სარისკო კაპიტალს» უწოდებენ. ვენჩურული კაპიტალის დაბანდება ძირითადად ხდება მეცნიერებატევად დარგებში.