ბეკერი გარი სტენლი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:52, 30 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბეკერი გარი სტენლი – (Becker Gary Stanley), (დაიბ. 1930 წელს) - ამერიკელი ეკონომისტი, ნეოინსტიტუციური მიმართულების წარმომადგენელი, ნობელის პრემიის ლაურეატი (1992), ადამიანისეული კაპიტალის თეორიის ცნობილი მკვლევარი. პირველმა განახორციელა შრომის ბაზარზე რასობრივი დისკრიმინაციის ნეოკლასიკური ანალიზი, რაც აისახა მის მონოგრაფიულ გამოკვლევაში – „დისკრიმინაციის ეკონომიკა“ (1957). ნაშრომით „დაბანდებები ადამიანისეულ კაპიტალში: თეორიული ანალიზი“ (1962) მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აღნიშნული პრობლემის კვლევაში. ბეკერის ნაშრომებიდან აღსანიშნავია აგრეთვე „ეკონომიკური თეორია“, რომელიც 1871 წელს გამოვიდა ნიუ-იორკში. ნობელის პრემია მიენიჭა მაკროეკონომიკური ანალიზის გამოყენების სფეროს გაფართოებისათვის, რასაც ამავე სახელწოდების ნაშრომი მიუძღვნა.